თეგი: 8 აგვისტო

პრემიერი: თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი, ჩვენ ყველა იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ სპეკულაციებს თარიღებზე, გთხოვთ, ყველამ თავი შევიკავოთ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, „რატომ არ აღნიშნავს ის ომის თარიღს 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთის არმია შემოვიდა საქართველოში“. უხერხული ხომ არ არის, რომ მედვედევის რიტორიკის საპასუხოდ მოდიხართ აქ?  - მიმართა ჟურნალისტმა ღარიბაშვილს, რომელიც დღეს დილით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. „თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ (მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. რედ.) ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ, უხერხულია, ჩვენი გმირების ოჯახის წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა პროვოკაციული უწოდა შეკითხვას მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

ჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „პირველ ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ, ცივილურმა სამყარომ დღეს ალბათ საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. ეს პრინციპული პოზიცია, ჩემი აზრით, დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი, თუ სხვა ორგანიზაციები“, – განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება

მინდა, ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენის სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. „ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, მათ ღირსეულად დაიცვეს თავი, დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ახლა კიდევ ერთხელ მოვისმენთ მათი რეალური ისტორიები, გმირობის ისტორიები და გმირობის მაგალითები, რომელიც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება. ძალიან სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ თარიღებზე საუბარს სპეკულაციებს, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ. მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი-რვა აგვისტო საერთოდ არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის რვა აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. მთავარი არის არის შემდეგი, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი, ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაასწორეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

შალვა პაპუაშვილი: 14 წელი გავიდა ომიდან, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს

14 წელი გავიდა ომიდან. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. ეს წლები არის, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულთა ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით იმ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. „სამწუხაროდ, იმის გამო, რომ 2008 წელს საერთაშორისო რეაგირება არ ჰქონდა ამ ამბავს, 2014 წელს ვნახეთ რა მოხდა უკრაინაში, შემდეგ 2022 წელს. ეს არის ერთი, მთლიანი აგრესიის ნაწილი. მნიშვნელოვანია, ამ გადმოსახედიდან ვიცოდეთ, რამხელა რისკებია საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედა ჩვენმა სახელმწიფომ.  მნიშვნელოვანია NATO-ს უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ აჩვენოს მზაობა NATO-ს წევრობის და ვფიქრობ, დღეს არსებობს კონსესუსი, რომ საქართველო მზად არის, იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, გაკეთდა განაცხადა ევროკავშირის წევრობაზე. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად თანხმობაა, რომ საქართველოც იმსახურებდა, მიეღო კანდიდატის სტატუსი ახლავე. მთავარია ახლა ამ პირობების შესრულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.